უმსხვილესი გადამზიდავი Maersk-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა გადამზიდავმა, Maersk-მა რუსეთის ბაზარზე საქმიანობა შეაჩერა. ამის შესახებ რუსული მედია კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის და განვითრებული მოვლენების გამო,  ბაზარს ტოვებენ და რუსეთში აქტივების გაყიდვას გეგმავენ.  

ამასთან კომპანია აღარ მიიღებს ახალ შეკვეთებს და რუსეთის ფედერაციაში ყველა სერვისს აჩერებს. 

გადამზიდავი A.P. Moller-Maersk A/S მსოფლიოს 130 ქვეყანაში საქმიანობს და ჰოლდინგში 80 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Maersk-მა რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტა. 

რუსეთის ბაზარი საერთაშორისო ჯგუფმა KCA Deutag-მა დატოვა და სანქციებს შეუერთდა. ამასთან რუსეთში ინვესტიციების შეჩერების შესახებ განაცხადა ნავთობის სექტორის გიგანტმა და მსოფლიო ოთხეულის წევრმა Baker Hughes-მა. 

ასევე წაიკითხეთ

აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა

Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს 

Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის  

ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს